აზომვითი ნახააზი

ჩვენი კომპანია გთავაზობთ პროფესიონალურ აზომვითი ნახაზების სერვისს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის ობიექტებს

+995 597 411 444

ფორმის საშუალებით მოითხოვეთ ზარი და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.

Avatar-image Avatar-image Avatar-image Avatar-image
200+ შეფასება


სერვისები

რას გთავაზობთ?

მაღალი სიზუსტით – ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და აპარატურას, რაც უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტეს.

შიდა აზომვითი ნახაზი

მრავლბინიან საცხოვრებელ სახლებში,, (საცხოვრებელ კორპუსებში , იტლიურ ეზოებში), კერძო სახლებში, საცხოვრებელი ფართების , სათავსოების, სარდაფების, სხვენების ავტოფარეხების და ა.შ. ზუსტი აზომვით ნახაზების დამზადებას, რაც თავის მხრივ აუცილებელია აღნიშნული ფართების საჯარო რეესტრში პირველადი და ცვლილებების რეგისტრაციისთვის, მისი დაყოფა- გამიჯვნისათვის, რამდენიმე ნაწილად ან რამდენიმე ფართის ერთ ფართათ გაერთიანებისათვის.

გარდა ამისა, ზუსტი შიდა აზომვითი ნახაზები დაგეხმარებათ შენობა-ნაგებობის აუდიტორული შეფასებაში, მისი განკარგვის ან იპოთეკით დატვირთვის საჭიროების შემთხვევაში, მეორე პირთან ურთიერთობაში, არქიტექტურული პროექტის შეკვეთის და შენობა-ნაგებობის რემონტის შემთხვევაში, შიდა ფართის ზუსტი აზომვა უზრუნველყოფს მისი დიზაინის სწორ დაგეგვას და უძრავი ქონების იურიდიული და ტექნიკური დოკუმენტაციის სწორ შედგენას.

დაწვრილებით

საკადასტრო აგეგმვითი ნახაზი

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსია მზადდება მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის (წითელი ხაზების) პირველადი ან ცვლილებების რეგისტრაციისთვის. იგი გვაძლევს სრულ ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ზუსტი გეოგრაფრაფიული მდებარეობის, ფართობის, კონფიგურაციის, ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობების, მათი დანიშნულების, სართულიანობისა და განაშენიანების შესახებ.

თუ გსურთ ნებისმიერი დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთის კერძო პირისგან ან აუქციონის წესით შეძენა, ასევე თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფა, ან თვითნებურად დაკავებული მიწის ლეგალიზაცია მოგვმართეთ დაუყოვნებლივ. ჩვენი კომპანია გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას და მათი სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოებას.. სერვისი გათვლილია კერძო და კომერციული საჭიროებების დაკმაყოფილებაზე:

დაწვრილებით

დაკვალვა

დაკვალვა ნიშნავს მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენას (კუთხეების მონიშვნას) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით.

დაკვალვა საჭიროა ყოველთვის, როცა რაიმე წერტილის საკადასტრო გეგმიდან , ნახაზიდან ან პროექტიდან რეალობაში გადმოტანაა საჭირო, იქნება ეს მშენებლობისთვის, ნაკვეთის ზუსტი საზღვრების დადგენისთვის , გამყოფი ღობის მოწყობისთვის, მეზობელ ნაკვეთებს შორის ზედდების გასწორებისთვის, მშენებლობის რეგულაციებისთვის და ა. შ..

დაწვრილებით

ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება

მიწის ნაკვეთზე პროექტის შედგენისათვის თავდაპირველად საჭიროა ამ ტერიტორიის და მასზე არსებული ხილული ობიექტების მილიმეტრული სიზუსტით გადატანა ფურცელზე, ასევე რელიეფის სამგანზომლებიანი მოდელის შექმნა და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება

ტოპოგრაფიუი გეგმა წარმოადგენს ნაკვეთის გეოდეზიურ აღწერას, რომელიც აუცილებელია მშენებლობის, ინჟინრული პროექტების, კომუნიკაციების დაგეგმვისა და სხვა ტექნიკური სამუშაოებისთვის. ჩვენი სერვისი უზრუნველყოფს სრულ სიზუსტეს და საჭირო მონაცემების მიწოდებას შემდეგი მიზნებისთვის...

დაწვრილებით

არქიტექტურა-პროექტირება

თქვენს საჭიროებებზე მორგებული არქიტექტურული მომსახურების უზრუნველსაყოფად, მიიღეთ სწრაფი, ხარისხიანი და გარანტირებული სერვისი ხელმისაწვდომ ფასად!

არქიტექტურული პროექტის მომზადებასთან ერთად, გთავაზობთ პროფესიონალურ რჩევებს არქიტექტურული დიზაინის, მშენებლობის პროცედურებისა და რეგულაციების შესახებ.

დაწვრილებით